
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პოლიტიკაში შესაძლო წასვლაზე: "არასდროს თქვა არასდროს"
11/11/2019 04:18:16 სხვა, საზოგადოება
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა არ გამორიცხავს პოლიტიკაში წასვლას, თუ სინოდი მას ეკლესიიდან განკვეთს.
“როგორც ჩემს მრევლს ვეუბნებოდი: არასდროს თქვა არასდროს, ისე ჩემ თავს ვეტყვი. სადაც დასჭირდება ხალხის სამსახურს…”, – ასე უპასუხა ყოფილმა მიტროპოლიტმა გადაცემა "მთავარ აქცენტებში" წამყვანის შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ განკვეთის შემთხვევაში პოლიტიკაში წავიდეს.