29-03-2023 15:57:08 მითები და რეალობა
2023 წლის 14 და 27 თებერვალს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა ჯგუფმა – “ხალხის ძალამ” საქართველოს პარლამენტში ორი კანონპროექტი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ წარადგინა. კანონპროექტის თანახმად, ის არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან ფინანსდებიან, “უცხოური გავლენის აგენტებად” უნდა დარეგისტრირებულიყვნენ. აგენტების შესახებ კანონპროექტების ავტორები ამტკიცებდნენ, რომ კანონმდებლობის მიზანი იმ არასამთავრობო და მედიის მედია ორგანიზაციების გამჭვირვალობის მიღწევა იყო, რომლებიც დაფინანსებას უცხო ქვეყნებიდან იღებდნენ.
მიუხედავად ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკისა, კანონპროექტების განხილვა პარლამენტმა 2 მარტს დაიწყო, რასაც საპროტესტო აქცია და ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა. 6 მარტს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონპროექტების განხილვას პარლამენტი ხუთშაბათს, 9 მარტს დაიწყებოდა, თუმცა 7 მარტს პლენარული სხდომის დღის წესრიგი მოულოდნელად შეცვალა და კანონპროექტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მხარი “ქართული ოცნებისა” და “ხალხის ძალის” 78-მა დეპუტატმა დაუჭირა. გადაწყვეტილებას პარლამენტის შენობასთან ფართომასშტაბიანი აქციები მოჰყვა. დემონსტრაცია 7 და 8 მარტს სპეცრაზმმა გაზის, წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებით დაშალა. ათობით დაშავებული საავადმყოფოში მოხვდა. 60-მდე ადამიანი კი პოლიციამ დააკავა.
პროტესტის პარალელურად, რომელიც 2 მარტს დაიწყო, სოციალურ ქსელში არაერთი ანონიმური ფეისბუკ გვერდი და ყალბი ანაგარიში გააქტიურდა. კამპანიაში სახელისუფლებო და ანონიმური ფეისბუკ გვერდები, ასევე, ანტიდასავლური და კრემლისტური აქტორებიც ჩაერთვნენ, რომლებიც ერთი მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დისკრედიტაციას ეწეოდნენ, მეორე მხრივ კი, პროტესტში მონაწილე პირებს აკრიტიკებდნენ. “მითების დეტექტორის” მონიტორინგის შედეგად დისკრედიტაციისა და დეზინფორმაციის კამპანიაში ჩართული 33 ფეისბუკ გვერდი, 27 ყალბი ანგარიში გამოავლინდა.
დაკვირვების შედეგად შემდეგი გზავნილები გამოვლინდა:
წყარო: mythdetector