Accentnews.ge
ჰონგ-კონგში პოლიციელმა მომიტინგეებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა

ჰონგ-კონგში პოლიციელმა მომიტინგეებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა

11/11/2019 07:00:34 სხვა, მსოფლიო

ჰონგ-კონგში პოლიციელმა აქციის ორ მონაწილეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. შესაბამისი ვიდეო BBC ავრცელებს.

სროლა მაშინ მოხდა, როდესაც მომიტინგეები ერთ-ერთი გზის გადაკეტვას ცდილობდნენ. 

პოლიცია ადასტურებს, რომ ერთ-ერთმა ოფიცერმა რევოლვერიდან გაისროლა და შედეგად ერთი კაცია დაჭრილი. მას მაჟამად ოპერაცია უტარდება. 

აქციების დაწყებიდან ეს მესამე შემთხვევაა, როდესაც პოლიციამ მომიტინგე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.

ცნობისთვის: ჰონგ-კონგში აქციები მიმდინარე წლის ივნისში  დაიწყო. დემონსტრანტების მოთხოვნა ჰონგ-კონგიდან კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევა იყო, რაც რამდენიმე თვეში დაკმაყოფილდა, თუმცა დროთა განმავლობაში მომიტინგეების მოთხოვნები გაიზარდა. ისინი ახლა პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების გამოძიებას, თავისუფალ არჩევნებს და ზოგადად, პეკინის გაზრდილი გავლენისგან გათავისუფლებას ითხოვენ. ივნისის შემდეგ აქციები ძალადობრივად რამდენჯერმე დაშალეს.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S