
სომხეთმა პუტინი მოსალოდნელი დაკავების შესახებ გააფრთხილა
29/03/2023 13:01:04 კავკასია
სომხეთის პრემირ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ერევანში ვიზიტებისგან თავის შეკავება ურჩია და მოსალოდნელი დაკავების შესახებ გააფრთხილა.
"თუ პუტინი სომხეთში ჩამოვა, ვალებულები ვიქნებით, დავაკავოთ, ამდენად, სჯობს, თავის ქვეყანაში დარჩეს… რაკი რომის სტატუტს შევუერთდით, ვალდებულებები უნდა შევასრულოთ. არ მსურს, პუტინი სომხეთში ვიხილო" - განაცხადა პარტიის წევრმა დეპუტატმა გაგიკ მელქონიანმა.
გასულ კვირას სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ რომის სტატუტის რატიფიცირების თანხმობა გასცა, - ძირითადი დოკუმენტისა, რომლის საფუძველზეც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მოქმედებს. 17 მარტს კი ხსენებულმა სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში სამხედრო დანაშაულების ჩადენაშია ეჭვმიტანილი.
ერევნის მიერ რომის სტატუტის რატიფიცირების შემდეგ მოსკოვი სომხეთს "ნეგატიური შედეგებით" დაემუქრა.