Accentnews.ge
კადეტთა ლიცეუმში ფრანკოფონიის კვირეული მიმდინარეობს

კადეტთა ლიცეუმში ფრანკოფონიის კვირეული მიმდინარეობს

29/03/2023 16:30:43 თავდაცვა, რეკლამა

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ფრანკოფონიის კვირეული მიმდინარეობს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კვირეულის ფარგლებში ონლაინ შეხვედრა შედგა საქართველოს სრულუფლებიან ელჩთან საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილთან. შეხვედრას კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი, ლიცეუმის მასწავლებლები და კადეტები ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასაწყისში ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა მადლობა გადაუხადა ელჩს და ისაუბრა მსგავსი აქტივობების მნიშვნელობაზე. ელჩმა გოჩა ჯავახიშვილმა კადეტებთან ისაუბრა გენერალ გიორგი კვინიტაძის საფრანგეთში ცხოვრების წლებზე. ასევე, გენერლის საქართველოში გადმოსვენებისა და მისი პირადი ნივთების საქართველოსთვის გადმოცემის საკითხებზე.

აღსანიშნავია, რომ ელჩი გენერლის შვილიშვილის სახლიდან ჩაერთო ონლაინ შეხვედრაში და კადეტებს შესაძლებლობა ჰქონდათ უშუალოდ გენერლის შთამომავლისაგან მოესმინათ მოგონებები. შეხვედრის მეორე ნაწილში კადეტებმა წარადგინეს გენერალ გიორგი კვინიტაძეზე შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ფრანგულენოვანი ფილმი, რომლის გახმოვანებაც და მუსიკაც თავად კადეტებს ეკუთვნით.

ფილმი შეიქმნა მასწავლებლების: მირანდა ლომიძის, გიგა ბასილაძისა და ზინა ბუბუტეიშვილის ხელმძღვანელობით. ფრანკოფონიის კვირეულს ხელმძღვანელობს ფრანგული ენის მასწავლებელი მირანდა ლომიძე. კვირეულის ფარგლებში ჩატარდება სხვადასხვა ტიპის აქტივობები, რომელშიც ჩართული არიან ლიცეუმის სხვადასხვა საგნის მასწავლებლები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S