Accentnews.ge
კადეტები ინფორმატიკის ონლაინ ოლიმპიადის გამარჯვებულები არიან

კადეტები ინფორმატიკის ონლაინ ოლიმპიადის გამარჯვებულები არიან

13/03/2023 16:34:09 თავდაცვა, რეკლამა

კადეტები ინფორმატიკის ონლაინ ოლიმპიადის გამარჯვებულები არიან.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ შემოდგომის სეზონის ინფორმატიკის ონლაინ ოლიმპიადაში გაიმარჯვა მესამე სასწავლო კურსის კადეტმა ივანე კაპანაძემ და პირველი ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა, ასევე, საუკეთესო ოცეულში მოხვდა მეორე სასწავლო კურსის კადეტი გიგი ჩალიგავა, რომელიც მიღწეული წარმატებისათვის სიგელით დაჯილდოვდა. კადეტები უკვე მეორე წელია რაც აღნიშნული ოლიმპიადის გამარჯვებულები არიან.

ისინი ოლიმპიადისთვის მოამზადა ინფორმატიკის მასწავლებელმა ქეთევან ფესტვენიძემ. ინფორმატიკის ონლაინ ოლიმპიადა „OLYINFO“ -ს მიერ ყოველწლიურად გაზაფხულისა და შემოდგომის სეზონზე ტარდება. ოლიმპიადის ტესტური დავალებები მოსწავლისაგან ანალიტიკურ, შემოქმედებით, კვლევითი და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღების უნარს მოითხოვს

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S