Accentnews.ge
კალა-უშგულის მონაკვეთზე ქვათა ცვენის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

კალა-უშგულის მონაკვეთზე ქვათა ცვენის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

29/03/2023 17:08:01 რეგიონები, რეკლამა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ170-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

უწყების ცნობით, ამავე საავტომობილო გზის კმ138-კმ170 (მესტია-კალა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვის მიზეზი ქვათა ცვენა გახდა.

მისი ცნობით, საავტომობილო გზის კმ1-კმ138 (ზუგდიდი-მესტია) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S