Accentnews.ge
აფხაზეთში ტყის ძლიერი ხანძარია

აფხაზეთში ტყის ძლიერი ხანძარია

11/11/2019 07:31:18 კონფლიქტები

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, მაღალმთიანი სოფლის ფსხუს ტყის მასივში ძლიერი ხანძარია. 

დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ვებ–საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ცეცხლი მოდებულია ათ ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე, რთულად მისადგომ ადგილებზე ვრცელდება და მისი ლიკვიდაცია მხოლოდ ავიაციის გამოყენებითაა შესაძლებელი.

დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ დასახმარებლად რუსეთს მიმართავს.

ფსხუ სოხუმიდან 150 კილომეტრში, ზღვის დონიდან 620 მეტრზე მდებარეობს.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S