
ხორვატია უკრაინისთვის Ми-8-ების გადაცემას გეგმავს
30/03/2023 06:55:03 ევროპა
ხორვატია უახლოეს ხანებში უკრაინისთვის Ми-8 ვერტმფრენების გადაცემის დასრულებას გეგმავს, - განაცხადა კიევში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა მარიო ბანოჟიჩმა.
"ხორვატიის მთავრობა ომის დაწყების დღიდან მხარში უდგას უკრაინას, ეხმარება ფინანსურად, ასევე ტექნიკური, მატერიალური და პოლიტიკური კუთხით. ამ მხარდაჭერის ფარგლებში ერთ-ერთი ნაბიჯი Ми-8 ვერტმფრენების გადაცემაა. ვიმეოდვნებ, უახლოეს ხანებში მათი გადაცემის პროცესის დასრულება შეგვეძლება" - განაცხადა ხორვატმა მინისტრმა.
მას გადასაცემი ვერტმფრენების ჯამური რაოდენობა არ დაუკონკრეტებია, თუმცა როგორ თებერვალში გამოცემა "Jutarnji list" თავის წყაროებზე დაყრდნობით წერდა, საუბარია სულ 14 ერთეულზე: 12 ერთეულ Ми-8МТВ-1-სა და 2 ერთეულ Ми-8Т-ზე.
ბანოჟიჩის თქმით, ხორვატიას შეუძლია ასევე, უკრაინას განაღმვით სამუშაოებში დაეხმაროს, რადგან ამ კუთხით დიდი გამოცდილება გააჩნია.
Ми-8 საბჭოთა მრავალმიზნობრივი ვერტმფრენია, რომელიც 1960-იანი წლების დასაწყისში შემუშავდა. Ми-8Т მისი სატრანსპორტო-სადესანტო მოდიფიკაციაა.