
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი: "საქართველოს ხელისუფლება ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას ახორციელებს“
11/11/2019 08:01:09 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას ახორციელებს. ამის შესახებ ჯორჯ კენტის დაკითხვის სტენოგრამაშია ნათქვამი, რომელიც კონგრესის საიტზეა გამოქვეყნებული.
„საქართველოსა და უკრაინას ნატო–ში გაწევრიანება სურთ. ორი მათგანი ღებულობს მილიარდობით დოლარის ოდენობის დახმარებას კონგრესისგან. მაგრამ არსებობს გადაუჭრელი პრობლემა – ამ ქვეყნების სათავეში მყოფი ხალხი ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას ახორციელებს“, – აცხადებს კენტი.
ჯორჯ კენტი 2018 წლის 4 სექტემბრიდან დაინიშნა აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილედ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში.