
14 ნოემბრის ამინდს პროგნოზი
13/11/2019 19:46:30 სხვა, საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 ნოემბერს საქართველოში კვლავ უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
14 ნოემბერს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში მოიღრუბლება და შედარებით აცივდება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +11, +16 გრადუსია მოსალოდნელი.
რაც შეეხება თბილისს, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 14 ნოემბერს მოიღრუბლება და ტემპერატურა 13, +15 გრადუსამდე დაიკლებს.