Accentnews.ge
ვლადიმირ ზელენსკიმ მთავრობას მედიის მუშაობის რეგულირების კანონპროექტის მომზადება დაავალა

ვლადიმირ ზელენსკიმ მთავრობას მედიის მუშაობის რეგულირების კანონპროექტის მომზადება დაავალა

11/11/2019 08:36:00 სხვა, მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მთავრობას 2019 წლის ბოლომდე ქვეყანაში მედიის მუშაობის რეგულირების შესახებ კანონპროექტის შემუშავება და პარლამენტისთვის წარდგენა დაავალა. 

ზელენსკის განკარგულების თანახმად, მინისტრთა კაბინეტმა უნდა შეიმუშავოს კანონპროექტები, რომლებიც მოიცავს ახალი ამბებისადმი მოთხოვნებსა და სტანდარტებს, ასევე არაზუსტი და ყალბი ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების მექანიზმებს.

ამასთან, რუსეთის მოქალაქეებს უკრაინაში მედიის ფლობა და დაფინანსება უნდა აეკრძალოთ, კანონმდებლობის დარღვევისთვის კი რეგულაციები გამკაცრდეს.

პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, ახალი კანონი 2019 წლის ბოლომდე უნდა შემუშავდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S