Accentnews.ge
თურქეთმა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების დეპორტაცია დაიწყო

თურქეთმა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების დეპორტაცია დაიწყო

11/11/2019 08:56:03 სხვა, მსოფლიო

თურქეთმა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ დაკავებული მებრძოლების რეპატრიაცია დაიწყო,- ამის შესახებ თურქული ტელეკომპანია „ტეერტე“ იუწყება.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ანკარამ გაადეპორტა ამერიკელი მებრძოლი და მალე განახორციელებს გერმანიის შვიდი მოქალაქის დეპორტაციას. გასულ პარასკევს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის ციხეებში „ისლამური სახელმწიფოს“ 1201 დაკავებული წევრი იმყოფება.

როგორც თურქული მედია იუწყება, ოფიციალური ანკარა "დაეშის" მებრძოლებს მშობლიურ ქვეყნებში იმ შემთხვევაშიც გაგზავნის, თუ მათ ამ ქვეყნის მოქალაქეობა ჩამორთმეული აქვთ.

როგორც ცნობილია, „ისლამური სახელმწიფოს“ უცხოელ ტერორისტებს რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ მოქალაქეობა გაუუქმა, რათა მომავალში მათი რეპატრიაცია თავიდან აეცილებინა. მსგავს ნაბიჯს მიმართა დიდმა ბრიტანეთმაც, გაერთიანებულმა სამეფომ საერთო ჯამში 100-ზე მეტ ტერორისტს, რომლებიც სირიაში იმყოფებოდნენ, მოქალაქეობა ჩამოართვა. ამ ეტაპზე უცნობია, დაკავებულებს შორის არიან თუ არა საქართველოს მოქალაქეები. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S