
სლოვაკური მოიერიშეები უკვე იცავენ უკრაინას
30/03/2023 14:13:30 ევროპა
ხარკოვს უკვე იცავენ სლოვაკური MiG-29–ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები, რომლებიც უკრაინამ გასულ კვირას მიიღო . ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ვიცე-სპიკერმა ოლენა კონდრატიუკმა სლოვაკეთის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. ის სლოვაკეთში გაემგზავრა, რათა მადლობა გადაუხადოს ქვეყანას უკრაინის დახმარებისთვის.
„ყველა უკრაინელის სახელით, რომელთა სიცოცხლესაც ავიაცია იცავს, მადლიერი ვარ თქვენი“, - უთხრა მან სლოვაკეთ დეპუტატებს.
კონდრატიუკმა მადლობა გადაუხადა ჰუმანიტარული დახმარებისთვის, სამხედრო და საერთაშორისო დონეზე მხარდაჭერისთვის.
ვიცე-სპიკერმა მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის პარლამენტს რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებისა და რეზოლუციისთვის, რომელიც ითხოვს რუსეთში დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას.
სლოვაკეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინას გადასცა თვითმავალი საჰაერო თავდაცვის სისტემები - S-3000ს საზენიტო–სარაკეტო სისტემა. ეს მოხდა გასული წლის აპრილის დასაწყისში. ამასთან, სლოვაკეთი იყო პირველთა შორის, ვინც შვეულმფრენები გადასცა უკრაინას გასული წლის ივნისში.
უკრაინისთვის სლოვაკეთის დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო „ზუზანას“ თვითმავალი ჰაუბიცებისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანების მიწოდება. ხოლო გასულ კვირას 4 MiG-29 გადასცა.