Accentnews.ge
საქართველოს შეიარაღებული ძალების რაოდენობა უცვლელი რჩება

საქართველოს შეიარაღებული ძალების რაოდენობა უცვლელი რჩება

11/11/2019 09:20:50 სხვა, თავდაცვა

საქართველოს შეიარაღებული ძალების რაოდენობა კვლავ 37 ათას სამხედრო მოსამსახურეს შეადგენს,- ამის შესახებ ნათქვამია მთავრობის წარდგინებაში პარლამენტისადმი, რომელიც დღეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.

„თავდაცვის ძალების ოდენობა, სამხედრო მოსამსახურეთა შტატი, არის არაუმეტეს 37 ათასი კაცისა და აღნიშნული რაოდენობის წარმოდგენა განპირობებულია იმ ინფრასტრუქტურული და ფინანსური შესაძლებლობებით, რომელიც გააჩნია თავდაცვის სამინისტროს. ასევე, ეს არის ოპტიმალური რაოდენობა, რომელიც იძლევა სამინისტოს მიერ დასახული ამოცანების შესრულების შესაძლებლობას. ამ ოდენობაში არ იგულისხმება რეზერვი და ომიანობის დრო,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ რატი ბრეგაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S