Accentnews.ge
10 მიზეზი, რატომ არ უნდა დაუჭირონ მხარი მოსამართლეობის თუნდაც ერთ კანდიდატს

10 მიზეზი, რატომ არ უნდა დაუჭირონ მხარი მოსამართლეობის თუნდაც ერთ კანდიდატს

11/11/2019 09:27:39 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების თაობაზე მომზადებულ განსხვავებულ აზრს პარლამენტს წერილობით წარუდგენს.

განსხვავებული აზრი შეეხება თემას: „10 ძირითადი მიზეზი: რატომ არ უნდა დაუჭიროს მხარი საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თუნდაც ერთ კანდიდატს“.

ჯანეზაშვილმა მედიას წარუდგინა აღნიშნული მიზეზები, რომელშიც შედის:

1) 20 ივნისის პირველი ფარული კენჭისყრა და გამოვლენილი დარღვევები;

2)საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან გიორგი მიქაუტაძის უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად დარღვევით რეგისტრაცია;

3) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, როგორც იუსტიციის საბჭოს აპარატის ხელმძღვანელის ინტერესთა კონფლიქტი;

4) უმაღლესი საბჭოს მდივნის ხელმისაწვდომობა სხვა კანდიდატების განაცხადებზე შიდა ელექტრონული პორტალის მეშვეობით;

5) უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების თამარ ონიანისა და ირაკლი შენგელიას ინტერესთა კონფლიქტი;

6) კანონდარღვევით შედგენილი კენჭისყრის შედეგების ოქმი;

7) დიმიტრი გვრიტიშვილი, როგორც საბჭოს სხდომების არაუფლებამოსილი თავმჯდომარე;

8) კენჭისყრის თაობაზე კანონის მოთხოვნების უგულებელყოფა;

9) სხდომების საჯაროობის ნაკლებობა, სხდომის დროისა და დღის წესრიგების დაგვიანებით გამოქვეყნების თვალსაზრისით;

10) მოსამართლე წევრების მხრიდან სამოსამართლო ეთიკის სტანდარტების დარღვევა.

ჯანეზაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი განსხვავებულ აზრს ყურადღებას მიაქცევს, რადგან საუბარი არის კანონის დარღვევებზე, კონკრეტულ მაგალითებზე და მითითებულია ყველა მოსაზრების დამადასტურებელი მტკიცებულება, დოკუმენტი, ინფორმაცია.

„ჩემს დოკუმენტში ძირითადად საუბარია 10 პროცედურულ ხარვეზზე, რომლის გამოც პარლამენტმა მხარი არ უნდა დაუჭიროს თუნდაც ერთ წევრს. აქ გაანალიზებული და შეჯამებულია ყველა ის ხარვეზი, რომელიც გამოვლინდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატების შერჩევის დროს“, - აღნიშნა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა.

მანვე განაცხადა, რომ პარლამენტს უფლება აქვს, მხედველობაში მიიღოს ან არ მიიღოს დოკუმენტში წარმოდგენილი ხარვეზები და შესაბამისად, გაითვალისწინოს ან არ გაითვალისწინოს რეკომენდაცია, რომელიც პარლამენტს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭიროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის არც ერთი კანდიდატს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S