Accentnews.ge
რუსეთში პროფესორმა სტუდენტი მოკლა და დაანაწევრა

რუსეთში პროფესორმა სტუდენტი მოკლა და დაანაწევრა

11/11/2019 10:06:07 სხვა, მსოფლიო

სანქტ-პეტერბურგში 63 წლის პროფესორმა სტუდენტი მოკლა და დაანაწევრა. პოლიციამ სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ოლეგ სოკოლოვი ფაქტზე დააკავა: ის სტუდენტი გოგონას დანაწევრებული ცხედრის მდინარეში გადაყრას ცდილობდა. პროფესორი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მდინარეში გადავარდა,- იუწყება BBC.

პოლიციამ სოკოლოვის ჩანთაში სტუდენტი გოგონას მოჭრილი კიდურები, ტრავმატული იარაღი აღმოაჩინა. პოლიციამ ამოიღო ასევე მკველელობის იარაღი, ნაჯახი და რამდენიმე დანა.

24 წლის მსხვერპლის მოჭრილი თავი და სხეულის ფრაგმენტები პროფესორის ბინაში იპოვეს. 

ოლეგ სოკოლოვი ნაპოლეონის ხანის ექსპერტი და საფრანგეთის საპატიო ლეგიონის კავალერია. ის უნივერსიტეტში ხშირად მიდიოდა ნაპოლეონის ფორმაში გამოწყობილი. სოკოლოვი 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, რომელთა ნაწილი საფრანგეთში, ესპანეთსა და ჩეხეთშია გამოცემული.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, სოკოლოვს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა თავის მსხვერპლთან. როგორც მედია იუწყება, გოგონას მკველელობის შემდეგ პროფესორი ნაპოლეონის მუნდირში გამოწყობილი სახალხოდ თვითმკველელობას აპირებდა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე პროფესორის წინააღმდეგ საჩივრით პოლიციას კიდევ ერთმა სტუდენტმა გოგონამ მიმართა, თუმცა სასამართლომდე საქმე არ მისულა. 2018 წელს კი სოკოლოვის ლექციაზე სტუდენტს სცემეს.

დაკავებული სოკოლოვისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასმართლო დღეს იმსჯელებს. მან ბრალი აღიარა. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S