
რას პასუხობს შავგულიძე სააკაშვილს მხარდამჭერ განცხადებაზე
22/05/2019 19:45:02 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
მთაწმინდის ოლქში „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი შალვა შავგულიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მხარდაჭერას მიესალმება.
„არამარტო მიხეილ სააკაშვილმა, მრავალმა პოლიტიკურმა პერსონამ გამოხატა ასეთი პოზიცია:პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგევლაშვილმა, ჩვენი გუნდის ყოფილმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ და ა.შ. თუ პოლიტიკური პერსონა ჩემს მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს, ამის გამო მხოლოდ მადლობა შემიძლია, ვთქვა“, – განაცხადა შავგულიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
ცნობისთვის: შალვა შავგულიძისადმი მხარდაჭერა სააკაშვილმა დღეს გამოხატა და აღნიშნა, რომ მთაწმინდაზე ბოლომდე ბრძოლაა საჭირო.
მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება „ქართული ოცნების“ კანდიდატ ლადო კახაძესა და „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატ შალვა შავგულიძეს შორის. ყველა უბნის მონაცემების დათვლის შემდეგ, ლადო კახაძემ ხმათა 41 პროცენტი (6036 ხმა) მიიღო, ხოლო შალვა შავგულიძემ 36.83 პროცენტი (5422).