
"რუსეთში წასვლამდე ვხვდებოდი პატრიარქს, ვაყენებდი საქმის კურსში"
11/11/2019 10:29:53 სხვა, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, საზოგადოება
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ მოსკოვში მისი ყოველი ვიზიტის წინ საქართველოს პატრიარქს ხვდებოდა და საქმის კურსში აყენებდა.
"შემიძლია, დავადასტურო საუბარი, რომელიც პატრიარქთან შედგა ჩემი რუსეთში ვიზიტის დროს. ზოგადად, შემიძლია, გითხრათ, რომ როდესაც რუსეთში მივდიოდი, აბსოლუტურად ყოველთვის ვხვდებოდი პატრიარქს, ვაყენებდი საქმის კურსში. ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ყოველთვის წინასწარ ვაყენებდი საქმის კურსში",- განაცხადა ბურჯანაძემ "ტვ პირველის" ეთერში.
ჟურნალისტი დაინტერესდა შეხვედრის მოტივით, პასუხად კი პურჯანაძემ კირილთან და ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გაიხსენა.
"მაშინ ჩვენს წინაშე ძალიან სერიოზულად იდგა ილორის წმინდა გიორგის პრობლემა: რუსეთის საპატრიარქო აფხაზეთის ეკლესიას ეხმარებოდა და ილორის წმინდა გიორგის ტაძრის რესტავრაცია ხდებოდა ისე, რომ ის ქართულ იერსახეს კარგავდა. მაშინ პატრიარქმა მთხოვა, თხოვნა გადამეცა რუსეთის პატრიარქისთვის. ეს შევასრულე. რუსეთის პატრიარქმა შეაჩერა სამუშაოები ილორის წმინდა გიორგის ეკლესიაში. როგორც შევთანხმდით, ელოდებოდა რომ საქართველოს კულტურის სამინისტრო მათთან ერთად დაიწყებდა მუშაობას. ორი თვე ელოდნენ პასუხს, თუმცა წინა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ბურჯანაძის მოგვარებული არც წმინდა ელორის ეკლესია არ უნდა. მინდოდა, მიწა გამხეთქოდა, როდესაც რუსეთის საპატრიარქოდან დამირეკეს, "რა ვქნათ ქალბატონო ნინო, ორი თევა, ველოდებით, არაფერი არ არის, არ გეწყინოთ და პატრიარქსაც გადაეცით, რომ იძულებულები ვართ, სამუშაოებ გავაგრძელოთ".
მსგავსი კომუნიკაციის შესახებ თავდაპირველად ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ ისაუბრა.