"არ იქნება დაუსჯელობა!" - ბორელი რუსეთის დანაშაულებებზე

31-03-2023 17:35:09 ევროპა

რუსეთის ჯარებისგან კიევის რეგიონის ბუჩას გათავისუფლების წლისთავზე ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ სამხედრო დანაშაულებებზე პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან.

„ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბუჩაში რუსული ჯარისკაცების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები გამოავლინეს. გონებით საშინელ სურათებს ვატარებ. ევროკავშირი უკრაინას ეხმარება, გამოიძიოს მსგავსი დანაშაულები და შეაგროვოს მტკიცებულებები. დაუსჯელობა არ იქნება!“, - დაწერა ბორელმა "ტვიტერზე" 31 მარტს.

2022 წლის მარტის ბოლოს რუსმა ჯარებმა დატოვეს კიევის რეგიონი ბუჩას ჩათვლით. 31 მარტს ქალაქში შევიდნენ უკრაინელი სამხედროები, ასევე უცხოური გამოცემების ჟურნალისტები, რომლებმაც დააფიქსირეს რუსული ოკუპაციის შედეგები.

უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, რეგიონის ოკუპაციის 33 დღის განმავლობაში რუსმა ჯარებმა ჩაიდინეს 9000-ზე მეტი სამხედრო დანაშაული: დაიღუპა 1400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, ბევრი მათგანი აწამეს. დაღუპულთა შორის 37 ბავშვია. დაშავდა კიდევ 52 ბავშვი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები