
11 000 მეცნიერი: „კლიმატური კრიზისი მოსალოდნელზე მკაცრია და კაცობრიობის ბედს საფრთხეს უქმნის“
06/11/2019 10:39:07 სხვა, მსოფლიო
დედამიწაზე კლიმატის ცვლილებების მხრივ საგანგაშო ვითარებაა, – ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს 11 000 მეცნიერი აწერს.
"კლიმატური ცვლილებები იმაზე უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ამას მეცნიერთა უმეტესობა მოელოდა. კლიმატური კრიზისი მოსალოდნელზე მკაცრია და ბუნებრივ ეკოსისტემებს, კაცობრიობის ბედს საფრთხეს უქმნის. აღნიშნულის გამო მსოფლიო ხალხებს ენით აღუწერელი ტანჯვა ელით“, – აღნიშნულია წერილში.
მეცნიერები სახელმწიფოებს მოუწოდებენ მიიღონ სასწრაფო ზომები, მათ შორისა წიაღისეული საწვავის მოპოვების შეზღუდვა, ტყეების გაკაფვის შეწყვეტა და ა.შ.