Accentnews.ge
მაკრონის კრიტიკის შემდეგ თურქეთი ალიანსის მნიშვნელობაზე საუბრობს: „ჩვენ ნატო გვჭირდება“

მაკრონის კრიტიკის შემდეგ თურქეთი ალიანსის მნიშვნელობაზე საუბრობს: „ჩვენ ნატო გვჭირდება“

11/11/2019 10:57:28 სხვა, მსოფლიო

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კრიტიკის შემდეგ თურქეთი ნატო–ს მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. 

„მე ნამდვილად მჯერა ნატო–ს მომავალის.  ვფიქრობ, ჩვენ ნატო გვჭირდება“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავიშოღლუმ.

ცნობისთვის: საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით,  ჩრდილოატლანტიკური ალიანსის "ტვინი მკვდარია". მაკრონმა აღნიშნულის მიზეზად აშშ-ის, როგორც ალიანსის მთავარი გარანტორის ქმედებები დაასახელა, მათ შორის სირიიდან ძალების გაყვანა.

მაკრონმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ალიანსის კოლექტიური თავდაცვის ვალდებულების შესრულებაც. მან ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, თავად იფიქრონ საკუთარ თავზე. 

მაკრონის განცხადება ალიანსის წევრი ქვეყნების რიგი ლიდერების გარდა, ალიანსის გენერალურმა მდივანმაც დაგმო.

„ნატო–ს ტვინი მკვდარი არ არის. ევროპული ერთიანობა  ტრანსატლანტიკურ ერთიანობას ვერ ჩაანაცვლეს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, რომ 3-4 დეკემბერს ლონდონში ნატო-ს ლიდერების სამიტია დაგეგმილი, რომელიც ალიანსის 70-ე იუბილეს ეძღვნება. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S