Accentnews.ge
  რატომ დატოვა ბიზნესომბუდსმენმა თანამდებობა - ირაკლი ლექვინაძე განმარტებებს აკეთებს

რატომ დატოვა ბიზნესომბუდსმენმა თანამდებობა - ირაკლი ლექვინაძე განმარტებებს აკეთებს

11/11/2019 11:00:55 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და მისი მოადგილე ლევან კალანდაძე თანამდებობებს ტოვებენ. მიზეზების შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. 

"მინდა, გაცნობოთ, რომ დასრულდა ჩემი 22 თვიანი მოღვაწეობა საქართველოს ბიზნესომბუდსმენის პოზიციაზე.

მინდა, მადლობა გადავუხადო ბიზნეს კომპანიებს და ბიზნეს ასოციაციებს ნდობისთვის, აქტიური თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის;

მადლობა მინდა, გადავუხადო სახელმწიფო უწყებებს, საქართველოს პარლამენტს საინტერესო თანამშომლობისთვის, დისკუსიებისთვის, ოპონირებისთვის და ბიზნესისთვის რიგი სასარგებლო გადაწყვეტილებებისთვის;

მადლობა მინდა, გადავუხადო დონორ და პროფესიულ ორგანიზაციებს, მათთან ერთად ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ ინსტიტუტის გაძლიერებისთვის და საერთაშორისო პლატფორმებზე წარმოჩენისთვის.

მადლობა მედიას მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის!

მადლობა ბიზნესომბუდსმენის აპარატის ყველა თანამშრომელს თავდადებული შრომისთვის ბიზნესის მხარდასაჭერად!

- პ.ს. აქვე გეტყვით რომ 22 თვიანი მუშაობის პერიოდში ჩვენმა აპარატმა 565 საქმე განიხილა, რომელთაგანაც 300 ზე მოვახდინეთ შესაბამისი რეაგირება და 68% ში ბიზნესის მოთხოვნები სრულად ან ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული.

პ.ს. მინდა, აქვე განვაცხადო რომ ჩემი პოზიციიდან წასვლა უკავშირდება შეთანხმებულ ალტერნატიულ გეგმებს, რომლის შესახებაც უახლოეს მომავალში ვისაუბრებ და ეს არ არის სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილება!,"- წერს ლექვინაძე. 

ირაკლი ლექვინაძე თანამდებობაზე 2018 წლის იანვარში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დანიშნა. ლევან კალანდაძე კი, ბიზნესომბუდსმენის მოადგილე 2018 წლის თებერვალში გახდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S