Accentnews.ge
„ამბასადორში” ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს  – ადვოკატი

„ამბასადორში” ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს  – ადვოკატი

02/04/2023 09:03:49 სამართალი

სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის საქმეზე დაკავებულ 28 წლის მამაკაცს ბრალს დღეს წარუდგენენ, თუმცა როგორც ცნობილია, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.

გარდა ამისა, დაკავებულის ადვოკატის პაატა გოგოლაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უარყობს ცნობას, თითქოს მან სამორინე „ამბასადორში" თანხა წააგო და აცხადებს რომ სასტუმროში დასვენების მიზნით იმყოფებოდა.

ცნობისთვის: სამართალდამცავებმა სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის საქმეზე 28 წლის მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მამაკაცმა, რომელიც სასტუმროში სტუმრად იმყოფებოდა, ხანძარი გააჩინა, რაც სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულზე გავრცელდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S