Accentnews.ge
სომხეთის ხელისუფლებამ პუტინის დაკავება გადაიფიქრა

სომხეთის ხელისუფლებამ პუტინის დაკავება გადაიფიქრა

03/04/2023 05:44:02 კავკასია

სომხეთის მმართველმა პარტიამ ქვეყანაში ვიზიტის შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტის დაკავება გადაიფიქრა. როგორც პარტიის წარმომადგენელმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აკოფ არშაკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, "ხელისუფლებას არც მსგავსი განზრახვა აქვს, არც სურვილი, არც ვალდებულება".

"ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სომხეთი რომის სტატუტს მიუერთდა, არავის აქცევს დამნაშავედ და არ მოითხოვს ჩვენგან არავის დაკავებას. სომხეთის მთავრობა 2022 წლის დეკემბერში, რა თქმა უნდა, ვერ იწინასწარმეტყველებდა ჰააგის სასამართლოს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. ერევანი ითვალისწინებს მოსკოვის შეშფოთებებს და მზადაა, იმუშავოს ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებაზე. ვთავაზობთ რუსეთს შეთანხმებას, ან ჰააგის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე შესაძლო პრობლემების მოგვარების სხვა გზების განხილვას" - განაცხადა სომეხმა ჩინოსანმა.

ცნობისთვის: ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინაში სამხედრო დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი 17 მარტს გასცა.

გასულ კვირას სომხეთის მმართველი პარტიის წარმომადგენელმა, დეპუტატმა გაგიკ მელქონიანმა განაცხადა, რომ "ქვეყანაში ვიზიტის შემთხვევაში სომხეთს პუტინის დაკავება მოუწევს" და მოუწოდა რუსეთის ლიდერს, "თავის სახელმწიფოში რჩებოდეს".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S