Accentnews.ge
კატალონიაში საფრანგეთისა და ესპანეთის დამაკავშირებელი მთავარი მაგისტრალი გადაკეტეს

კატალონიაში საფრანგეთისა და ესპანეთის დამაკავშირებელი მთავარი მაგისტრალი გადაკეტეს

11/11/2019 11:57:26 სხვა, მსოფლიო

კატალონიის დამოუკიდებლობის მხარდამჭერებმა საფრანგეთისა და ესპანეთის დამაკავშირებელი მთავარი მაგისტრალი გადაკეტეს. მოწოდება გზის გადაკეტვაზე მოძრაობამ „დემოკრატიული ცუნამი“ გააკეთა,- იუწყება „დოიჩე ველე“.

მოტივი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიიპყრბაა. 

„ვაცხადებთ გენერალურ მობილიზაციას საზღვართან, მანქანებით ან მანქანების გარეშე. ამ ქმედების მიზანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდოთ გააგებინონ ესპანეთს, რომ საკითხზე მოლაპარაკებების გამართვა აუცილებელია“,- ნათქვამია „დემოკრატიული ცუნამის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კატალონიაში მასშტაბური საპროტესტო აქციები 14 ოქტომბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიელ ლიდერებს სეპარატიზმის გაღვივებაში დასდო ბრალი და 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S