Accentnews.ge
13 წლის მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 25 წლის კაცი დააკავეს

13 წლის მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 25 წლის კაცი დააკავეს

03/04/2023 08:30:36 სამართალი

კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში 13 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 25 წლის მამაკაცი დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, 25 წლის მამაკაცი არასრულწლოვანის შორეული ნათესავია და ამავე ოჯახში ქირით ცხოვრობდა.

გოგონაზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ ოჯახმა მას შემდეგ შეიტყო, რაც 13 წლის მოზარდი და მათი ნათესავი გაუჩინარდნენ. გოგოს ბებიამ პოლიციას მიმართა. რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ მამაკაცი დააკავეს, გოგო კი ოჯახში დააბრუნეს.

დაკავებულს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S