
პოლონეთმა უკრაინას МиГ-29 ტიპის პირველი გამანადგურებლები გადასცა
03/04/2023 09:47:34 ევროპა
პოლონეთმა უკრაინას МиГ-29 ტიპის პირველი გამანადგურებლები გადასცა, - იუწყება RMF FM ქვეყნის პრეზიდენტის ოფიციალურ წარმომადგენელ მარჩინ პშიდაჩზე დაყრდნობით .
ამასთან, გადაცემული გამანადგურებლების ზუსტი რაოდენობა არ კონკრეტდება.
"ვარშავა და კიევი განვაგრძობთ საუბარს შემდგომ სამხედრო დახმარებაზე" - აღნიშნა პშიდაჩმა.
მანამდე სლოვაკეთმა მხარი დაუჭირა შეთანხმებას უკრაინისთვის 13 ერთეული МиГ-29-ისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის 2 კომპლექს "კუბის" გადაცემის შესახებ. 4 ერთეული МиГ-29 კიევს მარტის ბოლოს უკვე გადაეცა.