Accentnews.ge
Financial Times – ასადის ოჯახის წევრებს მოსკოვში, სულ მცირე, 20 ბინა აქვთ ნაყიდი

Financial Times – ასადის ოჯახის წევრებს მოსკოვში, სულ მცირე, 20 ბინა აქვთ ნაყიდი

11/11/2019 12:28:28 სხვა, მსოფლიო

სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ნათესავებს რუსეთის დედაქალაქში, საცხოვრებელ კომპლექს „მოსკვა სითის“ ტერიტორიაზე, სულ მცირე, 20 ბინა აქვთ შეძენილი, იუწყება Financial Times კორუფციასთან მებრძოლი არასამთავრობო ორგანიზაცია „Global Witness“ –ის მიერ მოპოვებულ საბუთებზე დაყრდნობით.

მისივე ცნობით, ჯამში ასადის ნათესავების მოსკოვური ქონების ღირებულება 40 მლნ დოლარს აღემატება. გარიგებებისთვის უმთავრესად ოფშორული კომპანიები გამოიყენებოდა, კერძოდ, რამდენიმე ლიბანური ფირმა, რომელიც ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. ამასთან Global Witness“ –ის ინფორმაციით, სულ მცირე, ერთ რუსულ კომპანიას, რომელიც გარიგებებს აფორმებდა, მომსახურებას სახელმწიფო „სბერბანკი“ უწევდა. ეს უკანასკნელი მონაწილეობდა სირიის რეჟიმისთვის რუსული დახმარების უფრო ფართო სქემაშიც, ისევე როგორც „გაზპრომბანკი“ და „ვითიბი“. 

როგორც Global Witness“ აღნიშნავს, უძრავი ქონების სექტორში გაფორმებული გარიგებები იშვიათი მტკიცებულებაა იმისა, როგორ ეხმარება ოფიციალური მოსკოვი სირიის რეჟიმის წარმომადგენლებს, რომელთა შორის ძალიან ბევრი მოსკოვს აფარებს თავს და სანამ მათ სამშობლოში ომი მიდის, რუსეთში ფუფუნებაში ცხოვრობს.

აღსანიშნავია, რომ ასადის ყველა ძმა, რომელიც მოსკოვში უძრავ ქონებას ფლობს, საერთაშორისო სანქციებს ექვემდებარება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S