Accentnews.ge
კაცს, რომელსაც სასტუმრო "ამბასადორში" ხანძრის გაჩენა ედება ბრალად, პატიმრობა შეუფარდეს

კაცს, რომელსაც სასტუმრო "ამბასადორში" ხანძრის გაჩენა ედება ბრალად, პატიმრობა შეუფარდეს

03/04/2023 12:47:12 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ბრალდებით დაკავებულ ანზორ ლომიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სახელმწიფო ბრალდების ვერსიით, დაკავებულმა პირმა 31 მარტს, დაახლოებით, 18:00 საათზე, თავის ნომერში სხვადასხვა ნივთს ცეცხლი წაუკიდა, გაჩნდა ძლიერი ხანძარი, რომელმაც შენობის მე-3 და მე-4 სართული დააზიანა.

პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს და აპირებს, დანიშნოს ფსიქიატრიული ექსპერტიზა იმის დასადგენად, შეეძლო თუ არა ბრალდებულს დანაშაულის ჩადენის მომენტში სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედება.

ანზორ ლომიძის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებას არ აღიარებს. მისი თქმით, ის ინფორმაცია, რომ ლომიძემ კაზინოში წააგო და ამის შემდეგ გააჩინა ხანძარი, არ შესაბამება სიმართლეს. ადვოკატი ამტკიცებს, რომ პირი აივანზე ხანძრისგან თავის დასაღწევად იმყოფებოდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 31 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნივთის დაზიანება ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S