Accentnews.ge
„შევხვდებით 11 წლის შემდეგ“: რა უამბო ლაზარე გრიგორიადისმა ადვოკატს

„შევხვდებით 11 წლის შემდეგ“: რა უამბო ლაზარე გრიგორიადისმა ადვოკატს

03/04/2023 13:35:15 სამართალი

21 წლის ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა ლიკა ბითაძემ თავის დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ახალგაზრდა კაცის უფლებები ცალსახად დაიღვა.

„დაირღვა ადვოკატის ნაწილში – მან განმარტა, რომ ითხოვდა ადვოკატს, მაგრამ არ მოუყვანეს. დაკავებისას მას მიაწოდეს მისივე ტელეფონი და უთხრეს, რომ დაერეკა ადვოკატისთვის, როდესაც აკრიბა კოდი, მომენტალურად გამოგლიჯეს ტელეფონი ხელიდან და ადვოკატთან არ დაარეკვინეს. შემდგომ უკვე დეპარტამენტის ვინმე უფროსი (არ იცის სახელი და გვარი, ამბობს, რომ უფროსს ჰგავდა), შემოვიდა და მითხრა, „ადვოკატს არ მოგიყვანთო“, ხოლო „თუ აღიარებით ჩვენებას არ მივცემდი, ამ შემთხვევაში დააკავებდნენ ჩემს მეგობარ გიორგი ჯარიაშვილსო“,– უამბო ჟურნალისტებს ლიკა ბითაძემ.

როგორც ლაზარეს ნაამბობიდან ირკვევა, იმ მომენტში პოლიციის განყოფილებაში სავარაუდოდ, დაკითხვაზე იმყოფებოდა ჯარიაშვილი, რომელიც მარტის აქციებში არ იღებდა მონაწილეობას (ახალგაზრდამ მას აქციების შემდეგ მიაკითხა), მას დაანახეს ჯარიაშვილი მუქარის განხორციელების შემდეგ, სავარაუდოდ, რეალურად რომ აღექვა პოლიციელების სიტყვები. ამის შემდეგ კი მეგობრისადმი მისი სიტყვები იყო, „შევხვდებით 11 წლის შემდეგ“.

ადვოკატის თქმით, დაკავებული ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს, აქციაზე ყოფნას არ უარყოფს და გეგმავს, სასამართლოს პირველივე სხდომაზე მისცეს ჩვენება.

ამასთან, ადვოკატმა ხელისუფლებას შეახსენა, რომ არავის აქვს განაჩენის გამოტანის უფლება, ვიდრე სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას და სახელმწიფო ბრალდება არ დაამტკიცებს კონკრეტული პირის ბრალეულობას. საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით კი მას მსგავსი მოლოდინი არ აქვს.

21 წლის კაცს გამოძიება 7-9 მარტის აქციებზე “მოლოტოვის კოქტეილების” სროლას და პოლიციელის მანქანის დაწვას ედავება.

იხილეთ ასევე: გრიგორიადისი "მიზანში": ხელისუფლების მიდგომის ოთხი პრობლემა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S