ის შემსრულებელია, უნდა გაირკვნენ ორგანიზატორები - კახა კალაძე ლაზარე გრიგორიადისზე
03/04/2023 14:06:30 პოლიტიკა
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მარტის აქციების დროს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი "შემსრულებელია" და ახლა გამოძიებამ ორგანიზატორი უნდა ეძებოს.
მისი მტკიცებით, კანონდარღვევას ყოველთვის მოჰყვება რეაგირება:
"თუ რომელიმე ადამიანი, რომელიმე პოლიტიკური პარტია დაარღვევს კანონს, ყოველთვის მოყვება შესაბამისი სამსახურების მხრიდან რეაგირება.
ამ პიროვნებას [ლაზარე გრიგორიადისს] ბრალად ედება ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლა პოლიციელების მიმართ, რაც კანონდარღვევაა. მე ვფიქრობ, გამოძიება უნდა გაგრძელდეს და უნდა გაირკვეს ვინ იყვნენ ორგანიზატორები. ეს პიროვნება შემსულებელია, მან შეასრულა და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია და უნდა დაიგმოს", - თქვა კახა კალაძემ.
იხილეთ ასევე: „შევხვდებით 11 წლის შემდეგ“: რა უამბო ლაზარე გრიგორიადისმა ადვოკატს


