
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიამ 501 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა
03/04/2023 15:54:43 ევროპა
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ცნობით, უკრაინაში მიმდინარე ომის დროს სულ მცირე 501 ბავშვი დაიღუპა.
UNICEF-ის აღმასრულებელი დირექტორის ქეთრინ რასელის განცხადებით, ეს მხოლოდ გაეროს მიერ შემოწმებული მონაცემებია და რეალური მაჩვენებელი სავარაუდოდ გაცილებით მაღალია.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 2023 წლის 1 აპრილის დილის მდგომარეობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინაში 467 ბავშვი მოკლეს, 944-ზე მეტმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.