Accentnews.ge
პრორუს ბლოგერს იური პოდოლიაკას სამუდამო პატიმრობა ემუქრება - უკრაინის უსაფრთხოების სამსახური

პრორუს ბლოგერს იური პოდოლიაკას სამუდამო პატიმრობა ემუქრება - უკრაინის უსაფრთხოების სამსახური

03/04/2023 16:10:33 ევროპა

პრორუს ბლოგერს სუმიდან იური პოდოლიაკს უვადო პატიმრობა ემუქრება საომარი მდგომარეობის დროშ ჩადენილ სახელმწიფო ღალატისთვის,– იუწყება უკრაინის უსაფრთხოების სამსახური.

„აგრესორი ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნისას ის აქტიურად მონაწილეობს რუსული სპეცსამსახურების საინფორმაციო და ფსიქოლოგიურ ოპერაციებში. ბოროტმოქმედი რეგულარულად სტუმრობდა პროპაგანდისტულ ტელეარხებს, მათ შორის სოლოვიოვის თოქ-შოუს. საკუთარ გამოსვლებში ის მოუწოდებდა უკრაინის ხელში ჩაგდებისკენ და რუსულ საოკუპაციო დაჯგუფებებს მხარდაჭერას უცხადებდა ჩვენი სახელმწიფოს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებაში. პროპაგანდისტი ასევე მასიურად ავრცელებს ყალბ ამბებს ფრონტზე განვითარებული მოვლენების შესახებ საკუთარი ვებგვერდებსა და YouTube, Rutube და Telegram არხების მეშვეობით, რომლებსაც რამდენიმე მილიონი გამომწერი ჰყავს“, - ნათქვამია ანგარიშში.

პოდოლიაკას ბრალი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის ხუთი მუხლით წაუყენეს.

მანამდე უკრაინის უშიშროების სამსახურმა ეჭვის შესახებ უკრაინელ ადვოკატს, ტატიანა მონტიანს შეატყობინა, რომელიც, ქერჩიდან არის და უშიშროების სამსახურის ცნობით, აქტიურად არის ჩართული რუსეთში საინფორმაციო და ფსიქოლოგიურ ოპერაციებში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S