Accentnews.ge
ჩეხეთის და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრები: "მოკავშირეებმა უნდა აღკვეთონ სანქციებისთვის გვერდის ავლა"

ჩეხეთის და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრები: "მოკავშირეებმა უნდა აღკვეთონ სანქციებისთვის გვერდის ავლა"

03/04/2023 18:08:14 ევროპა

ჩეხეთის და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებმა ევროკავშირს მოუწოდეს, "მიზანმიმართული ზეწოლა" განახორციელოს კრემლზე იმ სანქციების დაცვით, რომლებიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაუწესდა.

"მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა და მისმა პარტნიორებმა გააგრძელონ მიზანმიმართული ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე და სრულად განახორციელონ სანქციები" - აცხადებენ პრემიერ-მინისტრები.

ამასთან, ისინი მოითხოვენ, მოკავშირეებმა "აღკვეთონ სანქციებისთვის გვერდის ავლა და შექმნან მექანიზმები მათ დასასჯელად, ვინც პასუხისმგებლები არიან ამ აგრესიასთან დაკავშირებულ დანაშაულებში" - დასძენენ პრემიერ-მინისტრები.

ჩეხეთის და სლოვაკეთის პრემიერ–მინისტრები ერთმანეთს სლოვაკეთის ქალაქ ტრენჩინში შეხვდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S