Accentnews.ge
NATO-ს ქვეყნები შეთანხმდნენ, გაზარდონ ფინანსური დახმარება მოლდოვას მხარდასაჭერად

NATO-ს ქვეყნები შეთანხმდნენ, გაზარდონ ფინანსური დახმარება მოლდოვას მხარდასაჭერად

03/04/2023 18:15:21 ევროპა

ნატოს ქვეყნები შეთანხმდნენ გაზარდონ ფინანსური დახმარება მოლდოვას მხარდასაჭერად. ამის შესახებ 3 აპრილს ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ნატოს მოკავშირეებმა ნათლად განაცხადეს, რომ ისინი მხარს უჭერენ პარტნიორების მხარდაჭერას, რომლებსაც მოსკოვი ემუქრება და მოლდოვა მათ შორისაა. ამიტომ, მივესალმები იმ ფაქტს, რომ მოკავშირეები მოლდოვას სხვადასხვა გზით უჭერენ მხარს. მე ასევე შევხვდი მოლდოვის პრეზიდენტს და მკაფიოდ განვაცხადე, რომ მოკავშირეები მზად არიან, მეტი გააკეთონ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა გაიხსენა მოლდოვასთან პარტნიორობის პროგრამა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსი მუდმივად იკვლევს შესაძლებლობებს არსებული მხარდაჭერის გასაფართოებლად. ამასთან, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატოს ქვეყნებიც შეთანხმდნენ ორგანიზაციის ბიუჯეტის გაზრდაზე, „იმისთვის, რომ შეძლონ ისეთი პარტნიორის მხარდაჭერის დაფინანსება, როგორიც მოლდოვაა“.

სტოლტენბერგი ასევე მიესალმა იმ ფაქტს, რომ მოკავშირე სახელმწიფოები სხვადასხვა გზით უწევენ მოლდოვას ეკონომიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას. „ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მოლდოვას სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ვხედავთ, რომ ის მოწყვლად მდგომარეობაშია უკრაინაში ომისა და დნესტრისპირეთში რუსული ჯარების არსებობის გამო“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S