Accentnews.ge
ინგუშეთში ძალოვანებს ცეცხლი გაუხსნეს

ინგუშეთში ძალოვანებს ცეცხლი გაუხსნეს

03/04/2023 19:54:25 კავკასია

ინგუშეთის მალგობეკის რაიონში პოლიციის საგუშაგოს დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. რეგიონში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია შემოღებული, –იუწყება რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS ФСБ–ზედაყრდნობით.

რუსული სამთავრობო ტელეგრამ–არხის Mash Gor-ის ცნობით, სავარაუდოდ, ოთხმა მამაკაცმა ცეცხლი გაუხსნეს პოლიციის საგუშაგოს და ლურჯი VAZ–ის ტიპის ავტომანქანით მიიმალნენ.

შედეგად ერთი პოლიციელი დაიჭრა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინციდენტი, ადგილობრივი ტელეგრამის არხის Magas Times-ის ცნობით, ქალაქ მალგობეკის გარეუბანში მოხდა. იქ, 27 მარტს „ვოლგა-14“-ის საგუშაგოზე თავდასხმაში ეჭვმიტანილთა ჩხრეკისას, უსაფრთხოების ძალებმა იპოვეს ეჭვმიტანილები, რომლებმაც ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს პოლიციას.

მომდევნო დღეს, 28 მარტის ღამეს ინგუშეთში, ნაზრანოვსკის რაიონში დაუდგენელმა პირებმა პოლიციის განყოფილებას ცეცხლი გაუხსნეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, რის შედეგადაც ორი პოლიციელი დაშავდა.

ინგუშეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტერორიზმში ეჭვმიტანილად გამოაცხადა რესპუბლიკის სამი მკვიდრი. ისინი არიან ნაზრანოვსკის რაიონის სოფელ კანტიშევოს მკვიდრები, 21, 24 და 25 წლის მამაკაცები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S