
შესაძლოა, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ სეანსები დაემატოს
11/11/2019 13:55:42 სხვა, საზოგადოება
ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ სეანსების დასამატებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ On.ge-ს საქართველოს კინოთეატრების პრესსამსახურში განუცხადეს.
"მოლაპარაკებები მიმდინარეობს ფილმის მწარმოებელ კომპანიასთან. ერთობლივად ვფიქრობთ იმაზე, როგორი ფორმით შევძლოთ დავაკმაყოფილოთ მაყურებლის მოთხოვა ისე, რომ მათი უსაფრთხოება იყოს გარანტირებული", — აცხადებენ კინოთეატრებში.
ცნობისთვის: “და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა. ულტრანაციონალისტური ჯგუფების პროტესტისა და კინოჩვენების ჩაშლის მუქარის მიუხედავად, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ 8,9,10 ნოემბერს დაგეგმილი ყველა ჩვენება საქართველოში შედგა.