ანა წითლიძე - პარლამენტის თავმჯდომარემ ლაზარე გრიგორიადისის ციხეში მონახულებაზე უარი გვითხრა მე და ანა ნაცვლიშვილს
04/04/2023 08:32:41 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატის ანა წითლიძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მას და „ლელოს“ წევრ დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის ციხეში მონახულებაზე უარი განუცხადა.
ამის შესახებ დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ მიზეზი გაურკვეველია.
„პარლამენტის თავმჯდომარემ ლაზარე გრიგორიადისის ციხეში მონახულებაზე უარი მითხრა მეც და როგორც გაირკვა ანა ნაცვლიშვილსაც. მიზეზი გაურკვეველია, თუმცა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლებას ლაზარეს საქმესთან დაკავშირებით რაღაც აქვს დასამალი“, - წერს წითლიძე.
ამავე თემაზე: „შევხვდებით 11 წლის შემდეგ“: რა უამბო ლაზარე გრიგორიადისმა ადვოკატს


