
პრემიერმა საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გაათავისუფლა
11/11/2019 14:16:06 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
სსიპ საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარე ალექსანდრე რევია თანამდებობიდან გათავისუფლდა. შესაბამის ბრძანებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.
ალექსანდრე რევია საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს 2019 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა.