Accentnews.ge
"მეორე ფრონტის" შესახებ "ოცნების" ანტიდასავლურ ნარატივს ამჯერად ნარიშკინი აჟღერებს

"მეორე ფრონტის" შესახებ "ოცნების" ანტიდასავლურ ნარატივს ამჯერად ნარიშკინი აჟღერებს

04/04/2023 10:06:26 მსოფლიო

"რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გასახსნელად დასავლეთის მიერ საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობის" შესახებ ყალბ ანტიდასავლურ ნარატივს, რომელიც უკრაინის ომის ფონზე ხშირად გვესმის საქართველოს ხელისუფლების რიგი წარმომადგენლების, მასთან აფილირებული "ხალხის ძალისა" და ტროლ-ბოტებისაგან, ამჯერად რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი სერგეი ნარიშკინი აჟღერებს.

"დასავლეთის ქვეყნები აიძულებენ საქართველოს, რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში ჩაებას. რუსეთი ნათლად ხედავს დასავლეთის მცდელობებს, დაარწმუნონ თბილისი, თითქოს უკვე შექმნილია ნოყიერი საფუძველი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე კონტროლის დასაბრუნებლად. რეალური ჩანაფიქრი იმაში მდგომარეობს, რომ უკრაინას გაეწიოს დახმარება: დასავლეთი ხედავს, რომ ბრძოლის ველზე სიტუაცია უკრაინის სასარგებლოდ არ ყალიბდება, ამდენად, სურს, რუსეთის ფედერაციას საქართველოს მხრიდან გაეხსნას მეორე ფრონტი" - განაცხადა ნარიკინმა, რომელიც სამუშაო ვიზიტით მინსკში იმყოფება და დღეს ბელარუს ავტორიტარ მმართველ ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა.

იხილეთ ასევე: ერთიანი რუსული სცენარი: რატომ იქცა აფხაზეთის ლიდერი "ოცნების" მხარდამჭერად

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S