
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სამეწარმეო განათლების ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა
04/04/2023 11:42:32 რეგიონები, რეკლამა
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სამეწარმეო განათლების ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა, სადაც მათ მიერ შექმნილი პროდუქტი “ქოლგა +” წარადგინეს.
2022-2023 სასწავლო წელს სამეწარმეო განათლების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სალიბაურის N1 საჯარო სკოლამ სიგელი და ჯილდო “წლის საუკეთესო პროდუქტი” მიიღო.
დღეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა სალიბაურის N1 სკოლის მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და მიღწეული წარმატება მიულოცა.
მოსწავლეთა კომპანია “ქოლგა + “აწარმოებს ქოლგას, რომელიც მზის ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნის.