
საფრანგეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
11/11/2019 15:06:20 სხვა, მსოფლიო
საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რონა-ალპების რეგიონში 5.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ლიონის მახლობლადაც იგრძნობოდა.
მიწისძვრის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი მძიმედ, სამმა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო. დაზიანებულია შენობებიც.
სეისმოლოგები აცხადებენ, რომ უახლოეს საათებსა და დღეებში მოსალოდნელია განმეორებითი ბიძგები.