
აშშ და ევროკავშირი პირობას დებენ, რომ დაუპირისპირდებიან გლობალური ენერგეტიკული ბაზრების დესტაბილიზაციისა და სანქციების გვერდის ავლის მცდელობებს
04/04/2023 17:11:40 მსოფლიო
უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე აშშ და ევროკავშირი პირობას დებენ, რომ დაუპირისპირდებიან გლობალური ენერგეტიკული ბაზრების დესტაბილიზაციისა და სანქციების გვერდის ავლის მცდელობებს. ამის შესახებ ბრიუსელში ევროკავშირი-აშშ ენერგეტიკული საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
საბჭომ ასევე უკრაინისა და მოლდოვის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების გზები განიხილა.
“ევროკავშირის ელექტრო ქსელთან უკრაინისა და მოლდოვის წარმატებული სინქრონიზაციის შემდეგ საბჭო აპირებს უკრაინის სწრაფი აღდგენისა და აღმშენებლობის მხარდაჭერას, ასევე უკრაინისა და მოლდოვის გრძელვადიან ეკონომიკურ და სუფთა ენერგეტიკულ ტრანზიციაში დახმარების გაწევას”, - აღნიშნულია განცხადებაში.