Accentnews.ge
სტოლტენბერგი – ნატო გააგრძელებს, მათ შორის საქართველოს მხარდაჭერას, რომელიც რუსეთის მხრიდან ზეწოლას განიცდის

სტოლტენბერგი – ნატო გააგრძელებს, მათ შორის საქართველოს მხარდაჭერას, რომელიც რუსეთის მხრიდან ზეწოლას განიცდის

05/04/2023 07:41:21 პოლიტიკა

ნატო–ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი გააგრძელებს, მათ შორის საქართველოს მხარდაჭერას, რომელიც რუსეთის მხრიდან ზეწოლას განიცდის. ამის შესახებ მან ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

"რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება, პრეზიდენტი პუტინი არ არის მზად მშვიდობისთვის. იგი ემზადება მეტი ომისთვის. როგორც გუშინ მინისტრ კულებასთან ვისაუბრეთ, ნატო-ს მოკავშირეები ერთიანები არიან ვალდებულების მიმართ - გავაგრძელოთ და გავზარდოთ უკრაინის მხარდაჭერა. ჩვენ უნდა მივცეთ უკრაინას ყველაფერი, რაც მას ბრძოლის ველზე სჭირდება. ნატო ასევე გააგრძელებს იმ პარტნიორების მხარდაჭერას, რომლებიც რუსეთის მხრიდან ზეწოლას განიცდიან, მათ შორის საქართველო, მოლდოვა და ბოსნია ჰერცეგოვინაა. ჩვენ განვიხილავთ თუ როგორ გავუწიოთ წინააღმდეგობა ყველა საფრთხეს და გამოწვევას,რომელთა წინაშეც ჩვენი ალიანსი დგას", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S