
მაღაროელმა პირი ამოიკერა, მას სხვებიც შეუერთდებიან
22/05/2019 21:40:04 სხვა, საზოგადოება
ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. როგორც მაღაროელები აცხადებენ, პროტესტის იგივე ფორმას ყოველ დღე თითო მაღაროელი მიმართავს. აქციის მონაწილეები ამ გზით მათი მოთხოვნების შეუსრულებლობას აპროტესტებენ.
მათი თქმით, მაღაროელები არ ეთანხმებიან "ჯორჯიან მანგანეზის" შემოთავაზებას ხელაფასების ამჟამად 10, შემდეგ კი 15%-ით გაზრდასთან დაკავშირებით. მაღაროელთა მინიმალური მოთხოვნა ხელფასის 30%-ით გაზრდაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაფიცვა გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ მაღაროელები 16 მაისს გაიფიცნენ, ისინი ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. პროტესტის ნიშნად 15-მა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო.