Accentnews.ge
მერკელმა და პუტინმა უკრაინისა და გაზის საკითხები განიხილეს

მერკელმა და პუტინმა უკრაინისა და გაზის საკითხები განიხილეს

11/11/2019 19:32:39 სხვა, მსოფლიო

გერმანიისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. რუსული მედიის ცნობით, საუბრის მთავარ თემებს შორის იყო უკრაინის, ლიბიისა და სირიის კონფლიქტები. მხარეებმა ასევე ისაუბრეს უკრაინის გავლით რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტის პირობებზეც. 

ამავე წყაროს ცნობით, ანგელა მერკელმა და ვლადიმირ პუტინმა ე.წ. შტაინმაიერის ფორმულაზე, ასევე სტანიცა ლუგანსკაიასთან და ზოლოტოესთან უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და სეპარატისტების სამხედრო ჯგუფების ძალების დაშორიშორების პროცესი განიხილეს. ორი ქვეყნის ლიდერებმა მინსკის შეთანხმების შესრულების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. რუსეთის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერს უთხრა, რომ უკრაინის კანონმდებლობაში აუცილებელია დონბასის განსაკუთრებული სტატუსის ასახვა.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S