
იმერეთში გარყვნილი ქმედებისთვის მასწავლებელი დააკავეს
11/11/2019 19:37:20 სხვა, სამართალი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მასწავლებელი გარყვნილი ქმედებისთვის დააკავეს. არსებული ინფორმაციით, პედაგოგი უფროსკლასელ გოგოს სექსუალურად ავიწროებდა, რის გამოც ის 8 ნოემბერს მოსამართლის განჩინების საფუძველზე აიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 10-დან 13-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.