
სილვიო ბერლუსკონი ჰოსპიტალიზებულია
05/04/2023 14:02:55 ევროპა
იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი მილანის საავადმყოფოს კარდიოლოგიური დეპარტამენტის ინტენსიურ განყოფილებაშია მოთავსებული.
86 წლის მილიარდერის და მედიამაგნატის ჯანმრთელობა ბოლო წლებში მკვეთრად გაუარესდა. ის მორიგ ჯერზე გასულ კვირაში გაეწერა საავადმყოფოდან.
ბერლუსკონის 2016 წელს გულის ოპერაცია გაუკეთეს, ჰქონდა პროსტატის სიმსივნეც. მას შემდეგ, რაც 2020 წელს COVID-19-ით გახდა ავად, იგი ბევრჯერ მოხვდა საავადმყოფოში.