Accentnews.ge
რუსი დიპლომატის განცხადების შემდეგ, სერბეთი НАТО–სთან მასშტაბურ წვრთნებს აანონსებს

რუსი დიპლომატის განცხადების შემდეგ, სერბეთი НАТО–სთან მასშტაბურ წვრთნებს აანონსებს

05/04/2023 15:10:13 ევროპა

სერბეთი შეერთებულ შტატებთან და 10 სხვა პარტნიორ ქვეყანასთან ერთად სამხედრო წვრთნებს გამართავს,– განაცხადა რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა მილოშ ვუჩევიჩმა.

„ივნისის შუა რიცხვებში სერბეთის სამხრეთში ჩატარდება წვრთნები აშშ-ის არმიის, სერბეთის და „პლატინის მგლის“ 10 პარტნიორი ქვეყნის მიერ. ეს არის ყველაზე დიდი სამხედრო მანევრები სერბეთის ტერიტორიაზე და ამაში არაფერი საიდუმლო არ არის... ეს არის სერბეთის მთავრობის საჯარო გადაწყვეტილება, რომელმაც ორი კვირის წინ დაამტკიცა ეს მანევრები“, - განაცხადა ვუჩევიჩმა ტელეარხ B92-ის ეთერში.

2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, სერბეთის ხელმძღვანელობამ მიიღო სხვა ქვეყნებთან ერთად სამხედრო წვრთნების შეწყვეტს გადაწყვეტილება. თუმცა, მიმდინარე წლის მარტში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა დერეკ შოლეტმა მადლობა გადაუხადა ბელგრადს მის ტერიტორიაზე მანევრების ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების გამო.

„პლატინის მგლის“ წვრთნები 2014 წლიდან იმართება ქალაქ ბუიანოვაცის მახლობლად მდებარე „სამხრეთის“ ბაზაზე. 2021 წელს მასში მონაწილეობა მიიღეს სამხედროებმა შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, უნგრეთიდან, რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, სლოვენიიდან, საბერძნეთიდან და ბოსნია და ჰერცეგოვინიდან.

სერბეთი იცავს სამხედრო ნეიტრალიტეტს 2007 წლის საპარლამენტო რეზოლუციით, მაგრამ მონაწილეობს ნატოს პროგრამაში „პარტნიორობა მშვიდობისთვის“.

ბელგრადმა ნატოსთან თანამშრომლობა გააძლიერა რუსეთის ელჩის განცხადებების შემდეგ, რომ მოსკოვი დაინტერესებულია რესპუბლიკაში სამხედრო ბაზის განთავსებით. გასული ზაფხულიდან სერბი სამხედროები აფართოებენ თანამშრომლობას შეერთებულ შტატებთან „სამხრეთის“ ბაზაზე, – წერს „კომერსანტი“ ბელგრადში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით.

იმავდროულად, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ღიად განაცხადა, რომ რესპუბლიკა არ უმასპინძლებს სხვა სახელმწიფოების სამხედრო ბაზებს: „სერბეთს არ სჭირდება სამხედრო ბაზები, სერბეთი შეინარჩუნებს სამხედრო ნეიტრალიტეტს, გააძლიერებს საკუთარ არმიას, სერბეთი იზრუნებს თავის ხალხზე და იქნება საკმარისად ძლიერი, რომ იყოს დამოუკიდებელი“.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბელგრადს „არ შერცხვება რუსეთთან კავშირის“, ისევე როგორც მისი ურთიერთობების ჩინეთთან, აშშ-სთან და ევროკავშირთან.

ამ წლის დასაწყისში სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა არ გამორიცხა ქვეყნის შესაძლო შეერთება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან, თუკი ამას საჭიროდ ჩათვლის საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.

მისი თქმით, სერბეთი შეზღუდვებს 2014 წლიდან არ შეუერთდა, რადგან თვლიდა, რომ „ეს მის ინტერესებში არ შედის“. ამავე დროს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბელგრადი „გმობს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S